NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 72%-სთვის მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი.
გამოკითხულთა 18%-ისთვის ეს მიუღებელია.
რაც შეეხება NATO-ს, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას გამოკითხულთა 61% უჭერს მხარს, 25% კი წინააღმდეგია.
NDI-ს კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3 141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევის ცდომილების საშუალო ზღვარი არის ±1,8%.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.