logo_geo
eng_logo
შსს-მ თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა
- +

16 იანვარი. 2017. 14:06


 

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული ო.მ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

 

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 იანვარს, თბილისში, შარტავას ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1979 წელს დაბადებული კ.რ. ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი კ.რ. საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

სამართალდამცველებმა ო.მ. მომხდარიდან ორ დღეში, თბილისში დააკავეს.

 

გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე და 236-ე მუხლით)", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner