logo_geo
eng_logo
მთავრობამ საპატრიარქოს სამების ტაძარში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის 737 400 ლარი გამოუყო
- +

16 იანვარი. 2017. 14:29



მთავრობამ საპატრიარქოს, სამების ტაძარში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის 737 400 ლარი გამოუყო. მთავრობის განკარგულება საკანონმდებლო მაცნეშია გამოქვეყნებული. დოკუმენტის თანახმად, საპატრიარქოს აღნიშნული თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოეყოფა.


სამების საკათედრო-საპატრიარქო ტაძარში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის რესტავრაცია-აღდგენისა და მასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომსაქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს საპატრიარქოს გამოუყოს 737 400 (შვიდას ოცდაჩვიდმეტი ათას ოთხასი) ლარი", - ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner