logo_geo
eng_logo
დავით ბერძენიშვილი: გოგი თოფაძეს პარლამენტიდან წასვლის შესახებ სიტყვის შესრულება გაეწელა
- +

18 თებერვალი. 2016. 14:22



ფრაქცია „რესპუბლიკელების" თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მმართველი გუნდის წევრმა გოგი თოფაძემ დეპუტატის მანდატის დატოვების თაობაზე თავისი დანაპირები უნდა შეასრულოს. მისი თქმით, თოფაძე თავისი განცხადებებით კოალიციას და თვითონ მის პარტიას დისკომფორტს უქმნის.



კონკრეტულად თოფაძეზეა ლაპარაკი. ის დისკომფორტს უქმნის მისსავე პარტიას და კოალიციას. თოფაძეს გამოცხადებული აქვს, მივდივარ პარლამენტიდანო და რაღაც გაეწელა ამ სიტყვის შესრულება. შეასრულოს ეს და მის ფრაქციას და პარტიას მოუხსნის პრობლემებს", - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.



დავით ბერძენიშვილსა და გოგი თოფაძეს შორის გუშინ, პარლამენტის სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რომელიც თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის მისამართით თოფაძის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებას უკავშირდებოდა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner