სოციალურ ქსელის მომხმარებლის - გიორგი ქალდანის მიერ გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე, შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
ვიდეოში ჩანს მესტიაში გადაღებული კადრები, სადაც ადგილობრივები კავკასიური ნაგაზის ჯიშებს ერთმანეთს უპირისპირებენ და ამ ფონზე ოვაციური შეძახილებით ამხნევებენ.
როგორც „კვირას" შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 259 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულიხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.