„სააკაშვილთან კომუნიკაცია ვცადე, თუმცა საუბარი მხოლოდ მიწერ-მოწერის დონეზე შედგა", - ამის შესახებ, თბილისის ყოფილმა მერმა და პარტია „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ „კვირის პალიტრასთან" ისაუბრა.
როგორც უგულავამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს მასთან შეხვედრის სურვილი არ აქვს და მიაჩნია, რომ ყველანაირი პროცესი მისგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს.
„სააკაშვილს ჩემთან შეხვედრის სურვილი არ ჰქონდა. მისი ფიქრით, პარტიაში მიმდინარე პროცესებთან კავშირი არა აქვს და ყველაფერი მისგან დამოუკიდებლად ხდება.
მისი მხრიდან იმდენად ზერელე საუბარი იყო, რომ ჩემთვის პოლემიკის დაწყებაც უინტერესო გახდა. ჩემი ბოლო გზავნილი ასეთი იყო - „ნაციონალური მოძრაობის" დანგრევასა და დაშლაზე პასუხისგმებელი ხარ შენ!" დანარჩენი პერსონალური საუბარი იყო", - განაცხადა უგულავამ.