საქართველოს პრემიერ-მინსიტრი გიორგი კვირიკაშვილი ყირგიზეთში, ქალაქ ბიშკეკთან მდებარე აეროპორტის მახლობლად მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ყირგიზეთში, ქ. ბიშკეკთან მდებარე აეროპორტის მახლობლად თურქეთის ავიაკომპანიის კუთვნილი სატვირთო ავიალაინერის საცხოვრებელ სახლებზე ჩამოვარდნის გამო, რამაც ათეულობით ადგილობრივი მაცხოვრებლის, მათ შორის ბავშვების და ასევე ეკიპაჟის წევრების სიცოცხლე იმსხვერპლა.
გულრწფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, მეგობარ ყირგიზ და თურქ ხალხს, მათ მთავრობებს", - ნათქვამია პრემიერის სამძიმრის წერილში.