logo_geo
eng_logo
დიმიტრი პესკოვი: NATO-ს ვერ უწოდებ თანამედროვე ორგანიზაციას, ის გადმონაშთია
- +

16 იანვარი. 2017. 15:31



რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, NATO-ს ვერ უწოდებ თანამედროვე ორგანიზაციას, ის გადმონაშთია, რომლის სისტემური მიზანი კონფრონტაციაა.


NATO სინამდვილეში გადმონაშთია. ჩვენც ვეთანხმებით ამას.

ალიანსის სისტემური მიზანი კონფრონტაციაა და ვინაიდან მისი სტრუქტურა კონფრონტაციას ემსახურება, მას ვერ უწოდებ თანამედროვე სტრუქტურას, რომელიც სტაბილურობის, მდგრადი განვითარებისა და უსაფრთხოების მიზნებს პასუხობს", - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.


ბრიტანული Times-ისთვის და გერმანული Bild-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ NATO მნიშვნელოვანი, მაგრამ მოძველებული ორგანიზაციაა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner