logo_geo
eng_logo
სტამბოლის ღამის კლუბზე თავდასხმაში სადაზვერვო ორგანიზაცია იყო ჩართული
- +

16 იანვარი. 2017. 16:11



თურქეთის ვიცე-პრემიერის ნურმან კურტულმუსის განცხადებით, სტამბოლის ღამის კლუბზე თავდასხმაში სადაზვერვო ორგანიზაცია იღებდა მონაწილეობას, თუმცა არ აკონკრეტებს, რომელი ქვეყნის დაზვერვაზეა საუბარი.

 

როგორც ჩანს, ახალი წლის ღამით, სტამბოლის ღამის კლუბ Reina-ში მომხდარი მასობრივი თავდასხმა მხოლოდ ტერორისტული ორგანიზაციის ქმედება არ იყო, იგი პროფესიონალურადაა განხორციელებული სადაზვერვო ორგანიზაციის თანამონაწილეობით და წარმოადგენს კარგად დაგეგმილ და ორგანიზებულ ტერორისტულ აქტს", - განაცხადა ნურმან კურტულმუსმა A Haber-თან ინტერვიუში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner