თურქეთის ვიცე-პრემიერის ნურმან კურტულმუსის განცხადებით, სტამბოლის ღამის კლუბზე თავდასხმაში სადაზვერვო ორგანიზაცია იღებდა მონაწილეობას, თუმცა არ აკონკრეტებს, რომელი ქვეყნის დაზვერვაზეა საუბარი.
„როგორც ჩანს, ახალი წლის ღამით, სტამბოლის ღამის კლუბ Reina-ში მომხდარი მასობრივი თავდასხმა მხოლოდ ტერორისტული ორგანიზაციის ქმედება არ იყო, იგი პროფესიონალურადაა განხორციელებული სადაზვერვო ორგანიზაციის თანამონაწილეობით და წარმოადგენს კარგად დაგეგმილ და ორგანიზებულ ტერორისტულ აქტს", - განაცხადა ნურმან კურტულმუსმა A Haber-თან ინტერვიუში.