logo_geo
eng_logo
პეტრო პოროშენკო აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ეფექტურ თანამშრომლობას ელის
- +

16 იანვარი. 2017. 16:11



უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ეფექტურ თანამშრომლობას მოელის.


მზად ვართ ეფექტური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის ახალ ადმინისტრაციასთან", - განაცხადა პეტრო პოროშენკომ კიევში ვიზიტით მყოფ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს.


ბაიდენმა, თავის მხრივ, ასევე გამოხატა ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი.


იმედი მაქვს, რომ ახალი ადმინისტრაცია ასევე იქნება თქვენი პროგრესის მხარდამჭერი. უკრაინის ხელმძღვანელობამ და ხალხმა ქვეყნის საჭიროებები ვიწრო, პირად ინტერესებზე მაღლა უნდა დააყენონ. ეს ეხება ყველას - უკრაინის მთავრობის წევრებს, დეპუტატებს, მოსამართლეებს, მედიის წარმომადგენლებს და სამოქალაქო საზოგადოებას", - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner