GWP სასმელი წყლის ხარისხის შესახებ 16 იანვრის მონაცემებს აქვეყნებს.
„თბილისის მოსახლეობისთვის 2017 წლის 16 იანვარს მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება საქართველოს ეროვნულ სტანდარტებსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს. სასმელი წყლის ხარისხი, დღეს, დედაქალაქში მთლიანად აკმაყოფილებს „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით" გათვალისწინებულ პარამეტრებს.' - ნათქვამია GWP-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.