logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: რუსეთი მოულოდნელობების მოყვარული ქვეყანაა…
- +

25 მარტი. 2016. 15:36


საქართველოსა და NATO-ს შორის თანამშრომლობის გააქტიურების გამო რუსეთმა აღშფოთება გამოთქვა. ამ თემასთან დაკავშირებით „რეპორტიორს" პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ესაუბრა. მისი თქმით, საყურადღებო ისაა, რომ ჩვენი დასავლური გეზი და NATO-სთან თანამშრომლობა დიდი ხნის ამბავია, მაგრამ რუსეთმა რატომღაც ახლა გააკეთა რეაგირება და ახლა გამოხატავს აღშფოთებას ამ ფაქტის გამო.


„რუსეთი მოულოდნელობების მოყვარული ქვეყანაა. საყურადღებო ისაა, რომ ჩვენი დასავლური გეზი და NATO-სთან თანამშრომლობა დიდი ხნის ფაქტია, მაგრამ რუსეთმა რატომღაც ახლა გააკეთა რეაგირება და ახლა გამოხატავს აღშფოთებას ამ ფაქტის გამო.  ბოლო პერიოდში კარასინის გაჟღერებული რეაქცია გახდა მსჯელობის საგანი. მგონი, ნაკლები ყურადღება მიექცია იმას, თუ რატომ გამოხატა უკმაყოფილება კარასინმა ახლა, როცა უკმაყოფილობის საბაბი ადრეც ბევრჯერ ჰქონდა. ქართველი პოლიტიკოსები არასდროს ერიდებოდნენ რუსეთის მიმართ კრიტიკას არსებული ვითარების გამო. ვიცით, რომ რუსეთმა სირიიდან თავისი შენაერთები გამოიყვანა, რითაც მას დასავლეთთან ურთიერთობის ბერკეტი მოაკლდა, რადგან სირიის თემას დასავლეთთან ურთიერთობაში აქტიურად იყენებდა. არ გამოვრიცხავ ვერსიას, რომ რუსეთი ახლა ახალი ბერკეტების გაჩენაზე ფიქრობს.

 

არ არის გამორიცხული, რომ რუსებმა უკვე აპრობირებული შეზღუდვები დააწესოს ექსპორტზე სასაზღვრო და საომარი კონფლიქტებიც გამძაფრდეს. დასავლეთს შესაბამისი რეაქცია ექნება და მოითხოვს კონფლიქტის შეჩერებას, ეს კი რუსეთს აწყობს", - ამბობს საყვარელიძე.



განცხადება იხილეთ ლინკზე


http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=3415


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner