18 იანვარს 16:00 საათზე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით გიორგი ჩუბინაშილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ ცენტრში ვეტერანისა და ხელოვანის, ნოდარ აფციაურის პერსონალური გამოფენა გაიმართება.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილ ნამუშევრებს შორის დამთვალიერებელი აფხაზეთის ომში მონაწილე მებრძოლთა პორტრეტებსაც იხილავს. გამოფენას ხელოვანები, ვეტერანები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრებიან.
ნოდარ აფციაური ჭედურ ხელოვნებაში, ფერწერაში, გრაფიკასა და პორტრეტის ჟანრში მუშაობს.