logo_geo
eng_logo
გოგა ჩანადირი: ბავშვები ქუჩაში არ უნდა ცხოვრობდნენ!
- +

16 იანვარი. 2017. 19:25


 

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„ეს 6 წლის სალომეა.

 

დედა ახალი წლის წინა დღეებში გარდაეცვალა. მამა არ ჰყავს. სახლიც არ აქვს. ცხოვრობს სამხედრო ჯიხურში, მეტრო ახმეტელთან, "კარფურის" უკან. 15 მარტს სალომე 7 წლის გახდება.

 

სალომე ოცნებობს, რომ საკუთარი საცხოვრებელი ჰქონდეს. ჯერ-ჯეეობით კი საოცნებო სახლი მას ფურცელზე აქვს დახატული.  აკა სინჯიკაშვილმა და მე ძალები გავაერთიანეთ, გადავწყვიტეთ, სალომეს ისეთი ბინა ვუყიდოთ, რის საშუალებასაც შეგროვილი თანხა მოგვცემს.  ბინა იქნება მის სახელზე და ისე გაფორმდება, რომ მეურვეს ან სხვა ვინმეს გაყიდვა ან იპოთეკით დატვირთვა არ შეეძლოს, ვიდრე სალომე ამას თავად არ გადაწყვეტს 18 წლის გახდომის შემდეგ. შემოგვიერთდით, რომ შევძლოთ 15 მარტამდე. ბავშვები ქუჩაში არ უნდა ცხოვრობდნენ. თანხა უნდა გადარიცხოთ აკა სინჯიკაშვილის ნომერზე და მიუთითოთ სალომე მამუდოვისთვის. უკვე გვაქვს 550 დოლარი, რომელიც Enduro Club Georgia-ს წევრებმა შეაგროვეს და ისინი თანხის გაზრდას კვლავ აპირებენ.

 

ანგარიშის ნომერი: თიბისი ბანკი

GE90TB7603845061100016

აკაკი სინჯიკაშვილი

 

თიბისი ფეიში მოძებნეთ "ქველმოქმედება" და შემდეგ პირველივეა "ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს"

 

უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით.

Akaki Sinjikashvili

ჩვენ ყველა შევძლებთ, რომ სალომეს საკუთარი სახლი ჰქონდეს", - წერს ჩანადირი. 


 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner