ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
SIS !!!! SIS !!!!
ამ ბოლო დღეებში აგორებულ სკანდალებთან დაკავშირებით, მოკლე განმარტება მსურს მივაწოდო ჩემს მეგობრებს.
ვიმეორებ: მხოლოდ ჩემს მეგობრებს!!!!
დარწმუნებული ვარ, თქვენ არა, მაგრამ ზოგიერთს მართლა ჭირდება იმ ელემენტარული ჭეშმარიტების ახსნა, რომ სააგენტო "რეპორტიორის" ერთერთ დამფუძნებლად (50%) ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ წარვმართო (ან მკვეთრად ჩავერიო) მისი ყოველდღიური სარედაქციო თუ საკადრო-ორგანიზაციულ-ფინანსური საქმიანობა. წესდებიდან გამომდინარე, ამაზე სრული (პროფესიული, ფინანსური, თუნდაც, პოლიტიკურ-მორალური) პასუხისმგებლობა ეკისრება სააგენტოს გენერალურ დირექტორს. ცალკეულ პუბლიკაციებზე (შინაარსობრივი თუ ფაქტობრივი თვალსაზრისით) კი მასთან ერთად - მასალის ავტორს.
დაფუძნებისთანავე ამ ფუნდამენტურ საკითხთან დაკავშირებით, გიორგი მამაცაშვილთან არ მქონია რაიმე შეუთანხმებლობა და რაიმე გაუგებრობა არც შეიძლება მომავალში იყოს.
ამ ოთხი წლის მანძილზე არ ყოფილა არცერთი (!) შემთხვევა იმისა, რომ ჩავრეულიყავი სარედაქციო, საკადრო თუ ორგანიზაციულ საქმიანობაში. რჩევა და რეკომენდაცია, თუ კი ამას ახალგაზრდები მთხოვდნენ, მათთვის არ დამიკლია.
ყოფილა (და, ალბათ, იქნება კიდეც) შემთხვევები, როცა გამომითქვამს ეჭვი, უკმაყოფილება, ან უარყოფითი დამოკიდებულება ამა თუ იმ გადაწყვეტილებასთან ან პუბლიკაციასთან დაკავშირებით, მაგრამ, ვიმეორებ, არცერთხელ (!) არ ჩავრეულვარ ყოველდღიურ საქმიანობაში. ამას დაადასტურებს ნებისმიერი თანამშრომელი, ვინც ამ წლების განმავლობაში ჩვენთან მუშაობდა.
ახალგაზრდა კოლეგებს გაუთვალისწინებიათ რჩევა, ისევე, როგორც, არაერთგზის გადაუდგამთ ისეთი ნაბიჯი, რომლითაც აღტაცებული არ ვყოფილვარ. მაგრამ, პროფესიული და პედაგოგიური პრინციპებიდან გამომდინარე, "მუშტის" პოლიტიკას ყოველთვის ვამჯობინებდი რჩევის, დარწმუნების, ანალიზის, პერსპექტივის ჩვენების მეთოდს.
მომავალ თვეში, წესდებიდან გამომდინარე, დამფუძნებელთა კრებაზე იქნება შეჯამებული სააგენტოს საქმიანობის შედეგები, აგრეთვე, განხილული სამომავლო პერსპექტივები.
ასევე, არ იქნება ინტერესმოკლებული იმის ცოდნაც, რომ "ქართული აზრი" არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი რესურსი, რომელიც გახლავთ ჟურანლისტ გიორგი მამაცაშვილის პირადი საკუთრება და სააგენტო "რეპორტიორს" მასთან არ აკავშირებს რაიმე სამართლებლივი ურთიერთობები. როგორც ყველა მოქალაქეს, ასეთი "ნებივრობის" უფლება მას აქვს, ვგულშემატკივრობ კიდეც და ამაში ვერაფერს ვხედავ საძრახისს, რამეთუ მასში გამოქვეყნებულ ყველა, მათ შორის საჩოთირო მასალაზე, მესაკუთრე თავად აგებს პასუხს, ყოველივე ამას იმიტომ შევახსენებ საზოგადოებას, რომ არცთუ იშვიათად ზოგიერთი უკმაყოფილო მოქალაქე, "რეპორტიორის" ზოგიერთ, პოლიტიკური შეფერილობის მქონე, ე.წ. "ფარულ" მოსმენილ-გადაღებულ პუბლიკაციას უკავშირებს ჩემს სახელს და აღვირახსნილ, ცილისმწამებლურ, შანტაჟ-მუქარანარევ "მესიჯებს" საჯაროდ მიგზავნის. ზოგიერთებს, ვინც ზღვარს გადავიდა, პასუხი გავეცი. ზოგსაც გავცემ. მიუხედავად იმისა, რომ ამაზრზენ კამპანიას არავითარი კავშირი არ აქვს ოჯახიშვილობასთან, ზნეობასთან!
მინდა იცოდეს ყველამ: ჩემი პირადი მორალური და პროფესიული პასუხისმგებლობა ვრცელდება მხოლოდ და მხოლოდ იმ პუბლიკაციებზე, რომელთა ავტორი პირადად ვარ და რომლებიც ქვეყნდება ჩემი გვარსახელით, ან, რეგისტრირებული თუ რედაქციისთვის ცნობილი, განცხადებული ფსევდონიმით.
ასევე, მინდა იცოდნენ ჩემმა მეგობრებმა: "რეპორტიორის" ყველა სხვა პუბლიკაციასთან (განსაკუთრებით იმ მასალებთან, რომლებიც ასე "აღელვვებს" და "აწიწმატებს" პაწაწინა "კაცუნებს": ოთოიებს, ჩერგოებს,ლადოიებს, ქეთოიებს, ეკუნიებს და ა.შ.) არავითარი (!!!) შეხება არ მქონია (!), არ მაქვს (!) და, ვიმედოვნებ, არც მექნება (!!!). არასოდეს, ჩემიპროფესიული საქმიანობის 55 წლის მანძილზე, არ გამოქვეყნებულა (და არც გამოქვეყნდება) ჩემი ისეთ ჟურნალისტური მასალა, რომლის მოპოვებით, შესწავლა-დამუშავებით, ანალიზით პირადად (!!!!) არ ვყოფილვარ, არ ვარ ან არ ვიქნები დაკავებული.
ასევე, ასეთი "გნიასის" და შანტაჟის საფუძველი იმდენად ნათელია, რომ მისი გადამისამართება ამა თუ იმ პიროვნებასთან, უბრალო პრიმიტივიზმია და ჩირქს ცხებს მის ავტორებს.
ვწუხვარ, რომ პირადად არ ვიცნობ, არასოდეს შევხვედრივარ, არ მისაუბრია ტელეფონით, ქუჩაში რომ შემხვდეს, ალბათ, ვერც ვიცნობ არა მარტო ზოგიერთი კომენტარის ავყია ავტორს და "ტროლს", არამედ იმ ჩინოსნებს, ვისთანაც "მრჩევლად გამამწესა" ზოგიერთმა ე.წ. კეთილისმსურველმა. ერთხელ მომივიდა შეცდომა და ასევე "უცნობ" ადამიანს შევხვდი უფროსი მეგობრის ოჯახის თხოვნით ჩემს სახლში და დღესაც თავი "ვერ დამიძვრენია" იმ "სიბინძურის ორმოდან", რომელმაც არაერთი გარედან გაკრიალებული და შიგნიდან "სიმყრალით" სავსე ტიპაჟი შემახვედრა.
სამწუხაროდ, ამ "ტრაგიკომედიას" ხელი შეუწყო პროკურატურის ზოგიერთი ჩინოსნის ნაკლებპროფესიულმა ნაბიჯებმა, რომლებითაც დღესაც სარგებლობს ზოგიერთი ავყია. ვინც ჩემს პუბლიკაციებს თვალს ადევნებს, ემახსოვრება მკვეთრი შეფასებები, რომელსაც მომავალშიც გავაგრძელებ, ვიდრე საბოლოოდ არ გაირკვევა ამ "ფარულ კადრებთან" დაკავშირებული "ეპოპეა" და ისიც, ვის და რატომ დაჭირდა ჩემი სახელის დაკავშირება იმ "კადრებთან, არცერთი რომ არ მაქვს თვალით ნანახი. პროკურატურის არაპროფესიულმა "თამაშებმა", რომლის ნაწილიც ჩემთან "ჩხრეკა" გახლდათ და მისმა მომდევნო ზოგიერთი ტელეწამყვანის პრიმიტიულმა "ოინბაზობამ" მისცა "საბაბი" ჩემზე "უგონოდ შეყვარებულ უფლებადამცველებს" ყველა ბრუნვაში ატრიალონ ჩემი გვარი. იმდენი არ აუდგა მავანს გვერდები, ვიდრე ჩემ სახელს რაიმე "ფაქტით" მიაბავს იმ სიბინძურეს, რომლითაც თავად არის დაკავებული...
არსებობს, სოფელ ივანდიდის შარაგზაზე დაგდებული "ფუნის" ცნობილი თეორია, რომელიც თავის დროზე, ბრძენმა მეგობრებმა შემასწავლეს. ჰოდა, ვიდრე მაგრად არ "გახმება" ის ფუნა, მანამდე მოვითმენ. მანამდე!!!!
ასე რომ, ამჯერად, ამ განმარტებით დავკმაყოფილდები.