20 იანვარს რუსეთის სახელმწიფო სათათბირო ოჯახში ძალადობის დეკრიმინალიზაციის კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავს. კანონპროექტის თანახმად, დეკრიმინალიზაცია პირველად მომხდარ ძალადობის ფაქტს შეეხება.
ამის შესახებ სათათბიროს კომიტეტის ხელმძღვანელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელმაც არ გამორიცხა, რომ კანონპროექტის მესამე მოსმენა თვის ბოლომდე მოხდეს.
სწორედ ასეთი ვადები იძლევა იმის ვარაუდის საშუალებას, რომ კანონპროექტი შესაძლოა დაჩქარებული წესით დაამტკიცონ.