logo_geo
eng_logo
ქობულეთში აფთიაქი დააყაჩაღეს
- +

16 იანვარი. 2017. 19:56



ქობულეთში, აფთიაქი დააყაჩაღეს. არსებული ინფორმაციით, აფთიაქიდან თანხის ნაწილია წაღებული. შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს. მათი განმარტებით,  დადგენილია სავარაუდო დამნაშავის ვინაობა და მის დასაკავებლად შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს.


მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179 მუხლით არის დაწყებული ,რაც ყაჩაღობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner