თბილისის საკრებულოში 17 იანვარს Worldskills Georgia-ს მესამე ეროვნული შეჯიბრების გახსნის ცერემონია გაიმართება, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გაუძღვება.
განათლების სამინისტროს ცნობიტ, ღონისძიებას მინისტრები, პარლამენტის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.
17-20 იანვარს Worldskills Georgia-ს მესამე ეროვნული შეჯიბრება 6 პროფესიულ უნარში ჩატარდება: გრაფიკული დიზაინი, ვებდიზაინი, საპარიკმახერო საქმე, სამზარეულო საქმე, საკონდიტრო საქმე და სარესტორნო სერვისი.