logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა Worldskills Georgia-ს მესამე ეროვნული შეჯიბრების გახსნის ცერემონიას გაუძღვება
- +

16 იანვარი. 2017. 20:57



თბილისის საკრებულოში 17 იანვარს Worldskills Georgia-ს მესამე ეროვნული შეჯიბრების გახსნის ცერემონია გაიმართება, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გაუძღვება.


განათლების სამინისტროს ცნობიტ, ღონისძიებას მინისტრები, პარლამენტის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.


17-20 იანვარს Worldskills Georgia-ს მესამე ეროვნული შეჯიბრება 6 პროფესიულ უნარში ჩატარდება: გრაფიკული დიზაინი, ვებდიზაინი, საპარიკმახერო საქმე, სამზარეულო საქმე, საკონდიტრო საქმე და სარესტორნო სერვისი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner