logo_geo
eng_logo
მექსიკაში ღამის კლუბში სროლების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
- +

16 იანვარი. 2017. 21:31



BBC-ის ინფორმაციით, მექსიკაში, კურორტ პლაია-დელ-კარმენზე ელექტრონული მუსიკის ფესტივალის დროს მომხდარი სროლებისას სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა.


გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ღამის კლუბში პირმა ცეცხლი გახსნა. ქალაქის მერის კრისტინა ტორესის ინფორმაციით, სროლების გამო წარმოქმნილი ჭყლეტის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა.


„როიტერის" ინფორმაციით, მოკლულთა შორის უსაფრთხოების სამსახურის სამი თანამშრომელია. „ფრანსპრესის" ინფორმაციით კი, დაღუპულია სამი უცხოელი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner