BBC-ის ინფორმაციით, მექსიკაში, კურორტ პლაია-დელ-კარმენზე ელექტრონული მუსიკის ფესტივალის დროს მომხდარი სროლებისას სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ღამის კლუბში პირმა ცეცხლი გახსნა. ქალაქის მერის კრისტინა ტორესის ინფორმაციით, სროლების გამო წარმოქმნილი ჭყლეტის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა.
„როიტერის" ინფორმაციით, მოკლულთა შორის უსაფრთხოების სამსახურის სამი თანამშრომელია. „ფრანსპრესის" ინფორმაციით კი, დაღუპულია სამი უცხოელი.