განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში სოციალურ ქსელში ფოტოებს და სტატუსს აქვეყნებს:
„დღეიდან სამგორში 103-ე სკოლის ბავშვები უახლესი სტანდარტების სკოლის შენობაში გააგრძელებენ სწავლას.
პრემიერ-მინისტრმა ეს მნიშვნელოვანი დღე პირადად მიულოცა ბავშვებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს.
1000-მდე ბავშვს სკოლაში ასევე ხვდება თანამედროვე სპორტული მოედანი, რაც სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით მნიშვნელოვანი წარმატებების საფუძველიც გახდება.
გილოცავთ ყველას და დიდი მადლობა განათლების სამინისტროს ამ არაჩვეულებრივი პროექტის წარმატებით დასრულებისთვის!!" , - წერს ჯაში.