ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„კობა ნაყოფიას უთქვამს, „უკრაინულმა ვიკილიქსმა" ჩემი და მიშას საუბრის ჩანაწერი რომ გამოაქვეყნა, უბრალოდ ფილმის სცენარია, რომლის გადაღებასაც ვაპირებთო.
ფილმის სათაურს არ გაგვიმხელთო? - არ მოეშვნენ ჟურნალისტები.
როგორ არა, „ოქტომბრის 5 დღე" უნდა დავარქვათ, რა ვიდეოც დღეს გამოქვეყნდა, მაგ კადრით დაიწყება, ოღონდ ძაან მძაფრი მუსიკა უნდა დავადოთო.
ენდი გარსიას ისევ მოიწვევთო? - კიტხეს ჟურნალისტებმა.
არა, რაზე უნდა მივცეთ ენდი გარსიას მილიონები, როცა სხვები 4 ათასად თამაშობენო?!" ,- წერს ზედელაშვილი.