logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილი: ბიუროკრატიის ძველი ნაწილი, რომელმაც ვერ მოახერხა განახლება, ჩამოშორდა პარტიას...
- +

16 იანვარი. 2017. 22:42



მართალი გითხრათ, „ნაციონალური მოძრაობის" ე.წ. მმართველ ჯგუფში აშკარად იყო ბიუროკრატიზაციის და დაჭაობების ნიშნები. ეს დაკავშირებული იყო იმასთან, რომ საქართველოში ვერ ჩამოვდივარ, დაკავშირებული იყო პოლიტიკურ რეპრესიებთან, ეს დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ეს არის ყოფილი ხელისუფლების პარტია და ის ხალხი, ვინც იყო ხელისუფლებაში, ძალიან ძნელად გადადის სხვა მდგომარეობაში", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „არჩევანში" ისაუბრა. საალაშვილმა ე.წ. უგულავა-ბოკერიას ჯგუფს „ბიუროკრატიის ძველი ნაწილი" უწოდა,  რომელმაც ვერ მოახერხა განახლება.



ეს არის ოპოზიციური მდგომარეობა. ის ხალხი, ვინც წავიდა, მათი აბსოლუტური უმრავლესობა არის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები. ისინი ბოლომდე ვერასდროს მოერგნენ ხელახალ პარტიულ, ოპოზიციურ მოღვაწეობას. ბიუროკრატიის ძველი ნაწილი, რომელმაც ვერ მოახერხა განახლება, ჩამოშორდა პარტიას და ეს არის დადებითი პროცესი", - განაცხადა სააკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner