logo_geo
eng_logo
„თუ პარტიიდან წასული ადამიანები მკვდარი უჯრედები არიან, მაშინ სააკაშვილმა რატომ დაგვტოვა მათ ანაბარა?!“
- +

16 იანვარი. 2017. 23:49



თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სევდია უგრეხელიძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" პარტიის გაყოფასთან დაკავშირებით ისაუბრა. უგრეხეკიძუს განცხადებით,  ის არ იზიარებს არც ერთ უარყოფით განცხადებას, რომელიც ენმ-ს მოქმედი და ყოფილი წევრების მხრიდან ერთმანეთის წინააღმდეგ კეთდება.


მე პრობლემა მაქვს, რომ არ მაქვს მიზეზი მათთან დაპირისპირების და ჩხუბის, პირიქით, შემიძლია ორივე გუნდთან ვითანამშრომლო, მაგრამ ისინი არ არიან ერთად. ასეთ სიტუაციაში, დაპირისპირების გამოწვევის მიზეზი იქნება ყოველი ნაბიჯი და სწორედ ამიტომ არ გადავედი ახალ პარტიაში. არ ვეთანხმები არც ერთ უარყოფით შეფასებას, არ მიმაჩნია, რომ სააკაშვილს ამოწურული აქვს თავისი პოლიტიკური რესურსები, გამომდინარე იქიდან, რომ მას ჰყავს მხარდამჭერთა დიდი არმია და რაც არ უნდა უძახონ მრევლი, ისინი არიან ელექტორატები.

 

თუ პარტიიდან წასული ადამიანები მკვდარი უჯრედები არიან, მაშინ სააკაშვილმა რატომ დაგვტოვა მათ ანაბარა. მე ძალიან ბევრ პრინციპზე ვთქვი უარი იმის გამო, რომ საერთო საქმეს ვაკეთებდით და ვთანამშრომლობდი ისეთ ადამიანებთან, რომლებიც თავის დროზე გადატრიალების მონაწილედ, ხუნტად, ზვიად გამსახურდიას დამამხობლებად მიმაჩნდა, მაგრამ ეს ყველაფერი თავის დროზე, საერთო საქმის გამო დავივიწყე", - განაცხადა უგრეხელიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner