საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
„ოზურგეთში კიდევ რამდენიმე ოჯახს ვესტუმრე.
ვფიქრობ, თუ მივალთ იქ, სადაც არ გველოდებიან, აუცილებლად ვიპოვით იმას, ვინც გველოდება.
ამ ოჯახებს ეხმარება ადგილობრივი ხელისუფლება, სოციალური დაცვის სისტემა და სარგებლობენ ჯანდაცვის პროგრამებით. მალე გადავლენ ახალ, სოციალურ საცხოვრისშიც" ,- წერს თალაკვაძე.