GWP-ს განცხადებას ავრცელებს სადაც ნათქვამია, რომ თბილისის მოსახლეობისთვის 2017 წლის 17 იანვარს მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება საქართველოს ეროვნულ სტანდარტებსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს.
„სასმელი წყლის ხარისხი, დღეს, დედაქალაქში მთლიანად აკმაყოფილებს „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით" გათვალისწინებულ პარამეტრებს." - ნათქვამია GWP-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.