logo_geo
eng_logo
შალვა ხუციშვილი: 2016 წელს სიმთვრალის გამო მართვის მოწმობა 30 174 მძღოლს ჩამოერთვა
- +

17 იანვარი. 2017. 10:46


 


შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2016 წელს, მთელი საქართველოს მასშტაბით, სიმთვრალის გამო 30 174 მართვის მოწმობის ჩამორთმევა მოხდა.


ხუციშვილის თქმით, არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვა ავარიების გამომწვევი მიზეზების სამეულში კვლავ რჩება.


რაც შეეხება ჯარიმის გადახდის შემთხვევაში მართვის მოწმობის დაბრუნების ტენდენციას, როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ამაზე გადაწყვეტილების მიღების დისკრეციული უფლება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს აქვს და რამდენადაც მისთვის ცნობილია, საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი ამ დისკრეციას მხოლოდ იმ შემთხვევაში იყენებს, თუ მართვის მოწმობის ჩამორთმევა პირველად ხდება.


კანონიდან გამომდინარე, ეს დისკრეცია აქვს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, რომ მძღოლს მართვის მოწმობის ჩამორთმევა ჯარიმით შეუცვალოს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი ამ დისკრეციას მხოლოდ იმ შემთხვევაში იყენებს, თუ მართვის მოწმობის ჩამორთმევა პირველად ხდება. მაგალითად, შეიძლება ვიღაც 10 წლის განმავლობაში მართავდეს ავტომანქანას და პირველად მოხდეს, რომ სიმთვრალის გამო მართვის მოწმობა ჩამოართვან. გადაწყვეტილება მიიღება ამ და სხვა სამართალდარღვევათა რაოდენობის გათვალისწინებით. თუ პირს ალკოჰოლური თრობის გამო რამდენჯერმე აქვს ჩამორთმეული მართვის მოწმობა, ამ შემთხვევაში, დისკრეციის ფარგლებში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი უარს ეტყვის თანხის გადახდის სანაცვლოდ საბუთის დაბრუნებაზე. ანუ აქ საკმაოდ გამკაცრებულია მიდგომა", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.


მისი თქმით, ჩამორთმეული 30 ათასი მართვის მოწმობიდან, ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ საბუთი უკან მაქსიმუმ 10%-ს დაუბრუნდა.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner