logo_geo
eng_logo
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა შესაძლოა ორ ან სამეტაპიანი იყოს
- +

17 იანვარი. 2017. 11:18


 


შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უწყებას მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რამდენიმე ვარიანტი აქვს შემუშავებული, რომელზეც საბოლოოდ შეჯერება მოხდება.


მისი თქმით, შსს-მ ამ მხრივ რამდენიმე ათეული ქვეყნის გამოცდილებას გაეცნო და შეისწავლა.


გამოცდა მხოლოდ ერთ ქუჩაზე არ იქნება, ის ჩატარდება, ალბათ, ქალაქში. ერთ-ერთი ვარიანტია, რომ ავტომობილები აღიჭურვოს კამერებით და შესაბამისი ანალიტიკური პროგრამით, რომელიც ამას ყველაფერს დააფიქსირებს. მანქანაც და გამომცდელიც იქნება რეალური, მაგრამ ავტომანქანაშიც და მასზეც დამონტაჟებული იქნება კამერები, რომლებიც არჩევს ღერძულა ხაზს, წითელ შუქს და .. ანუ საგამოცდო მანქანები ქალაქში გავლენ და ქალაქის ის მონაკვეთები, სადაც ისინი ივლიან, იქნება უფრო გამოკვეთილად დახაზული და, შესაბამისად, ისე განვითარებული, რომ მანქანაზე დამონტაჟებულმა კამერამ აღიქვას. ეს არის ერთ-ერთი ვარიანტი", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.


მისივე თქმით, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის სიახლეებზე მომავალში პრეზენტაცია გაიმართება, რათა საზოგადოებაში მოლოდინები სწორი იყოს.


წელს ჩვენ ამას განვახორციელებთ, რადგან ეს ვალდებულება გვაქვს. მე ვფიქრობ, რომ ამას შეიძლება გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებაც დასჭირდეს, იმის მიხედვით, თუ რომელ მოდელს ავირჩევთ. შესაბამისად, მისი განხორციელება პარლამენტის პროცედურებისა და პროექტის იმპლემენტაციისთვის საჭირო დროის გათვალისწინებით მოხდება. დღეს არსებული პრაქტიკული გამოცდაც, ალბათ, ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იქნება, რადგან ადამიანი, რომელიც იქ გამოცდას ვერ აბარებს, ქუჩაში რომ გაიყვანო, უკვე რისკია. ანუ მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა შეიძლება ორ ან სამეტაპიანი იყოს. მთავარია, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება რეალურ პირობებში მოხდება. ეს არის ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებაც", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner