logo_geo
eng_logo
მარინ ლე პენის გაცხადებით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ყირიმს რუსეთის ტერიტორიად აღიარებს
- +

17 იანვარი. 2017. 12:04


 


საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ყირიმს რუსეთის ტერიტორიად აღიარებს.


რეფერენდუმის შემდეგ, რომელმაც აჩვენა ხალხის ნება შეერთებოდნენ რუსეთს, მეც ასევე ვაღიარებ ყირიმს რუსეთის ნაწილად. ყირიმის უკრაინის შემადგენლობაში ყოფნა მხოლოდ ადმინისტრატიული საკითხი იყო საბჭოთა დროიდან, ნახევარკუნძული არასოდეს ყოფილა უკრაინული", - განაცხადა მარინ ლე პენმა გაზეთ „იზვესტიასთან" ინტერვიუში.


მან ასევე გამოხატა მწუხარება იმ ფაქტის გამო, რომ რეფერენდუმი, რომელიც ორგანიზებული იყო ნახევარკუნძულის მოსახლეობის ნების გამოსახატად, არ იქნა აღქმული საერთაშორისო საზოგადოებისა და გაერო-ს მიერ.


მე ვაპირებ საფრანგეთს დამოუკიდებლობა მივცე აშშ და NATO-სგან და აღვადგენ ნორმალურ ურთიერთობებს საფრანგეთსა და რუსეთს შორის. კერძოდ, უსამართლო და არაეფექტური სანქციების მოხსნით", - განაცხადა მარინ ლე პენმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner