logo_geo
eng_logo
ლალი ბიწოშვილი: 2007 წელს 18 ბაგა-ბაღის დირექტორი მთავრობამ უკანონოდ გაათავისუფლა თანამდებობიდან
- +

25 მარტი. 2016. 15:50


ბაგა-ბაღების 18 ყოფილი დირექტორი მათ მიმართ წინა ხელისუფლების პირობებში განხორციელებულ უკანონობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ 2007 წელს მათ წინააღმდეგ კანონი დაირღვა და ისინი უკანონოდ გათავისუფლდნენ სამსახურებიდან. ამის შესახებ ყოფილმა დირექტორებმა და მათმა უფლებადამცველმა ლალი ბიწოშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს და 2007 წელს განვითარებული მოვლენები გაიხსენეს.

 

„2007 წელს მოხდა კანონის დარღვევა. 2007 წლის 4 აგვისტოს დადგენილებით, არსებულ ბაგა-ბაღებში, გამგეების სახელი შეიცვალა დირექტორებით და ისინი გახდნენ არასამეწარმეო კომერციული პირები. ამავე თვეში გამოცხადდა ტესტირება სკოლის დირექტორებისთვის და მათ მოსამზადებლად მიეცათ 1 წელი. ხოლო ამავე თვეს, როდესაც ბაგა-ბაღების დირექტორები შვებულებაში იყვნენ გასულები, გამოცხადდა მათი ტესტირებაც და მათ მოსამზადებლად მიეცათ 2 კვირა.  ეს ტესტირება იმიტომ იყო დანიშნული, რომ იმ პერიოდის მთავრობას გადაწყვეტილი ჰქონდა დირექტორების გათავისუფლება. ტესტირების ჩატარების შემდეგ, ამ 18-მა დირექტორმა გადალახა ბარიერი, მაგრამ მეორე დღეს მათ გამოუცხადდათ უარყოფითი პასუხები. როდესაც ამ ადამიანებმა გასაჩივრება გადაწყვიტეს, მათ მერიის თანამშრომლებმა მოახსენეს, რომ ტესტირების პასუხები აღარ არსებობდა, ვინაიდან არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენდა. ამის შემდეგ დაიწყო აღნიშნული ბაგა-ბაღების დირექტორების უკანონო დევნა სამსახურებიდან. ყველაზე დიდი დარღვევა გახლავთ ის, რომ მთავრობის დადგენილებაში ვერანაირად ვერ ჩაიწერებოდა, რომ ეს ადამიანები ტესტირების პასუხების გამო გაათავისუფლეს და ამიტომ დაწერეს, რომ ამ ადამიანებს შეუწყდათ შრომითი ხელშეკრულებები. სინამდვილეში კი მათთან შრომითი ხელშეკრულებები არასდროს ყოფილა დადებული. ისინი სამსახურში იყვნენ გაფორმებულნი განუსაზღვრელი ვადით. ამის შემდეგ, ამ ადამიანებმა გაასაჩივრეს ეს გადაწყვეტილება და პირველი ისტანციის სასამართლომ გამოიტანა დადებითი გადაწყვეტილება. გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, რომ მათი სასარჩელო მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა და მთავრობას დაეკისრა მონაცდურის ანაზღაურება. რა თქმა უნდა, ისინი სამსახურში არავის დაუბრუნებია და დღემდე ეს ადამიანები არიან უმუშევრები, მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივად აბსოლუტურად მართლები არიან", - განაცხადა ლალი ბიწოშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner