logo_geo
eng_logo
გიორგი ჩიქოვანი: ელისო კილაძე არის ოთხმაგი აგენტი!
- +

17 იანვარი. 2017. 13:51


 

 

„ახალგაზრდული ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ჩიქოვანი „ქრონიკა +"-ის რედაქტორ ელისო კილაძის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

„ელისო კილაძის სახელი და გვარი აქტუალობას არ კარგავს, ეს არის პიროვნება რომელსაც უკავშირდება არაერთი „სკანდალური განცხადება".  სკანდალური მხოლოდ სათაურით და არა ფაქტებით, რადგან მან ერთხელაც ვერ მოახერხა მის მიერვე გავრცელებული ინფორმაციის დადასტურება. მას სურდა საზოგადოების წინაშე წარმოჩენილიყო, როგორც თავისუფალი სიტყვის დამცველი, მაგრამ რეალურად ჩვენ მივიღეთ ერთი ჩეულებრივი, რიგითი გამყიდველი და ფულის მონა, რომელმაც არ იცის ცნება ღირსება, მისი ყოველი განცხადება დაფუძნებულია სიცრუეზე და პირად კეთილდღეობაზე.

 

მას  თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ ოთხმაგი აგენტი, რომელსაც შეუძლია იყოს ყველას მხარეს, მთავარია ფული გადაუხადონ. 

 

თუ მის წარსულს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ის არც თუ ისე შორეულ წარსულში გახლდათ „ნაციონალეური მოძრაობის" წევრი შემდეგ  კი ჩანერგილი აგენტის სტატუსით უკვე ბადრი პატარკაციშვილის გვერდით აღმოჩნდა, დღეს კი კვლავ დაუბრუნდა მშობლიურ წიაღს  და ატარებს მიშას ინტერესებს.

 

რეალურად, ელისო  კილაძე არის ჟურნალისტობას ამოფარებული „ნაციონალური მოძრაობის" აგენტი, რომელიც ასრულებს პირადად მიშას დავალებებს და  დეზინფორმაციის გავრცელებით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

 

საზოგადოებამ ნახა რამდნეიმე დღის წინ გავრცელებული კადრები, სადაც ჩანს თუ როგორ ჩადის ელისო კილაძე უკრაინაში და იქ ხვდება მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრი, ხოლო საქართველოში დაბრუნების შემდეგ, კილაძე სააკაშვილთან დაპირისპერებული „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრების შესახებ ავრცელებს სკანდალურ ინფორმაციებს.

 

პ.ს. როგორც ჩანს. მიხეილ სააკაშვილი თავის ერთ-ერთ სერიოზულ  მოწინააღმდეგედ საქართელოს ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბატონ, ირაკლი ღარიბაშვილს მიიჩნევს, რადგან ყველაზე ხშირად ქალბატონი კილაძე სწორედ ღარიბაშვილის  შესახებ ავრცელებს და ავრცელებდა ფაქტებს მოკლებულ განცხადებას, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რეალობასთან", - ნათქვამია გიორგი ჩიქოვანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner