logo_geo
eng_logo
თბილისის ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკში მედიათეკის მშენებლობა დასრულდა
- +

17 იანვარი. 2017. 13:54


 


თბილისის ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკში, რიგით მესამე მედიათეკის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი დავით ნარმანია, მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროს გივი კუბლაშვილთან და ნაძალადევის რაიონის გამგებელ ირაკლი ხელაძესთან ერთად, გაეცნო.


თანამედროვე სტანდარტებით აშენებული და აღჭურვილი შენობა მოქალაქეებს კულტურული, გასართობი, შემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიებებისთვის კიდევ ერთ, ახალ სივრცეს შესთავაზებს.

 

„აქ წინა ორ მედიათეკასთან შედარებით უფრო დიდი სივრცეა, შესაბამისად, უფრო მეტ ადამიანს მოვემსახურებით. დღეს სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. ახლა მედიათეკის გაერთიანება მას აღჭურვავს და ყველაფერს  მოამზადებს, რათა გაზაფხულზე სივრცე გაიხსნას. ამით კიდევ ერთი ძალიან საინტერესო პროექტი გაკეთდა და  ნაძალადევის რაიონში მოქალაქეებისთვის კარგი სივრცე შეიქმნა. აქ შეიკრიბებიან ახალგაზრდები, კითხვით დაინტერესებული პირები. შესაძლებელია სხვადასხვა ძალიან საინტერესო ღონისძიების ჩატარება გარე პერიმეტრზე, როგორც ზამთარში, ასევე ზაფხულში," - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.


სამშენებლო სამუშაოები, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, შ.პ.ს „ბლოკ ჯორჯიამ" განახორციელა. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 087 000 ლარი დაიხარჯა.



Description: C:UsersAdministratorDownloadsUntitled_Panorama1 copy.jpg

 

 

Description: C:UsersAdministratorDownloads4I0A4829 copy.jpg



 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner