logo_geo
eng_logo
მანუელ ვალსი: ტრამპსა და პუტინს შორის ალიანსი მსოფლიოს დასასრულია
- +

17 იანვარი. 2017. 14:24


 

 

საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ფრანგი მემარცხენეების შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატი მანუელ ვალსი ევროკავშირის შესახებ დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა.


მსგავსი არასოდეს მომხდარა აშშ-სა და ევროპას შორის. ამერიკა ევროპის მოკავშირეა და საჭიროა, რომ აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა აჩვენოს ეს.

ბევრი ფიქრობდა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დონალდ ტრამპი დაწყნარდებოდა, თუმცა, პოპულისტს სურს თავისი პროგრამის განხორციელება.

ის, რაც მან განაცხადა, პროვოკაციაა, ეს ევროპისთვის ომის გამოცხადებაა. ის სთავაზობს ევროპის გახლეჩვას. ასევე არ დავივიწყოთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, თავდაცვა. ეს განსაკუთრებით სერიოზულია", - განაცხადა მანუელ ვალსმა.


მისი თქმით,„ალიანსი ტრამპსა და პუტინს შორის მსოფლიოს დასასრულია".




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner