საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ფრანგი მემარცხენეების შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატი მანუელ ვალსი ევროკავშირის შესახებ დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა.
„მსგავსი არასოდეს მომხდარა აშშ-სა და ევროპას შორის. ამერიკა ევროპის მოკავშირეა და საჭიროა, რომ აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა აჩვენოს ეს.
ბევრი ფიქრობდა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დონალდ ტრამპი დაწყნარდებოდა, თუმცა, პოპულისტს სურს თავისი პროგრამის განხორციელება.
ის, რაც მან განაცხადა, პროვოკაციაა, ეს ევროპისთვის ომის გამოცხადებაა. ის სთავაზობს ევროპის გახლეჩვას. ასევე არ დავივიწყოთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, თავდაცვა. ეს განსაკუთრებით სერიოზულია", - განაცხადა მანუელ ვალსმა.
მისი თქმით,„ალიანსი ტრამპსა და პუტინს შორის მსოფლიოს დასასრულია".