logo_geo
eng_logo
გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ბრალდებული პირების საქმე გაიყო
- +

17 იანვარი. 2017. 16:54


 


„ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრის გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ბრალდებული პირების საქმე გაიყო. კერძოდ, როგორც „ინტერპრესნიუსს" პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა განუცხადა, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ბორის ჩაგუნავას საქმე გამოეყო დარჩო ხეჩუაშვილის საქმეს.


ბორის ჩაგუნავას გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 235-ე მუხლის მეორე ნაწილის დარღვევაში ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგ შეძენა-შენახვას გულისხმობს. დარჩო ხეჩუაშვილს კი, განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი.


დღეს ბორის ჩაგუნავას წინასასამართლო სხდომა გაიმართა, სადაც ბრალდების მხარემ მტკიცებულებათა ნუსხა წარადგინა.


საქმის არსებითი განხილვის პირველი სხდომა 26 იანვარს დაინიშნა.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner