ყირგიზეთის ხელისუფლების განცხადებით, ბოინგ-747-ის ჩამოვარდნის ადგილას 38 ცხედარია აღმოჩენილი. დაღუპულთა შორის 17 ბავშვია. თვითმფრინავის კატასტროფის ადგილას სამძებრო ოპერაცია გრძელდება. ყირგიზეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, აღმოჩენილია მეოთხე მფრინავის ცხედარი, ის თურქეთის მოქალაქეა.
სამძებრო სამუშაოებში 60 მაშველი 40 ერთეული სპეცტექნიკის დახმარებით მონაწილეობს. დღეს ყირგიზეთში სახელმწიფოთაშორისო საავიაციო კომიტეტის ექსპერტები ჩავლენ, რომლებსაც "შავ ყუთებს" გადასცემენ.
Turkish Airlines-ის კუთვნილი სატვირთო ბოინგი მანასის აეროპორტში დაშვებისას ჩამოვარდა და საცხოვრებელ სახლებს დაეცა. ავიაკატასტროფის შედეგად დასახლება დაჩა-სუში განადგურებულია 20-მდე სახლი.
თვითმფრინავი ასრულებდა რეისს ჰონგკონგი-ბიშკეკი-სტამბოლი.
მომხდარი ტრაგედიის გამო ყირგიზეთის პრეზიდენტმა ალმაზბეკ ატამბაევმა 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.