logo_geo
eng_logo
ლარი გამყარებას განაგრძობს
- +

17 იანვარი. 2017. 17:18


 


ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6543 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7084 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0541 ლარი შეადგინა.


რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8335 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8695 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.036 ლარი შეადგინა.


დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner