logo_geo
eng_logo
მამა მიქაელი: ამ ადამიანებმა გააკეთეს განცხადებები, რომლებიც არ იყო შესაბამისობაში მათ თანამდებობებთან...
- +

25 მარტი. 2016. 16:01


„საეკლესიო სწავლებაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის თავისუფლება, ამ დროს თავისუფლებისას მთავარი პასუხისმგებლობაა, რაც სამწუხაროდ, ამ დღეებში არ გამოჩნდა", - ამ განცხადებას მამა მიქაელი „ქართულ არხზე" ნანა კაკაბაძის გადაცემაში აკეთებს. მისივე თქმით, როცა მთავრობის პირი, ქვეყნის პრეზიდენტი აკეთებს განცხადებას, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას ეხება, +18 მაინც უნდა მიეწერათ.




„ეს არის დეგრადაციის გამოაშკარავება სახელმწიფოში. მინდა, ამ თემას ეკლესიის გადასახედიდან შევხედო. ეჭვი გამიჩნდა, რომ ეს არის დაგეგმილი. ჩემთვის მთავარია ქრისტიანული ღირებულებები და როგორ უყურებს ქრისტიანობა სახელმწიფოს. დღეს ახალი რევოლუცია დაიწყო, რომელიც ჯერ არ გადახარშულა, ადამიანებმა ვერ გაიგეს, რა ხდება.

 

საეკლესიო სწავლებაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის თავისუფლება, ამ დროს თავისუფლებისას მთავარი პასუხისმგებლობაა, რაც სამწუხაროდ, ამ დღეებში არ გამოჩნდა. როცა მთავრობის პირი, ქვეყნის პრეზიდენტი აკეთებს განცხადებას, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას ეხება, +18 მაინც უნდა მიეწერათ. თუნდაც ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას განცხადებაში მე სრულ უპასუხისმგებლობას ვხედავ, რადგან ამას ბავშვი უყურებს. ამ ადამიანებმა გააკეთეს განცხადებები, რომლებიც არ იყო შესაბამისობაში მათ თანამდებობებთან", - ამბობს მამა მიქაელი.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner