თბილისის მეტროპოლიტენში „დიდუბე" - „ახმეტელის თეატრისა" და საპირისპირო მიმართულებით მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია. „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" განცხადებით, მოძრაობის შეფერხება დეპოში შემავალი მატარებლის დაზიანებამ გამოიწვია. შესაბამისი სამსახურები პრობლემის დროულად მოგვარებისთვის მუშაობენ.
ამ დროისთვის მატარებლები ჩვეულებისამებრ გადაადგილდებიან „დიდუბიდან" „ვარკეთილის" მიმართულებით. მუშაობს ასევე საბურთალოს ხაზიც. ჯერჯერობით უცნობია, როდის აღდგება შეფერხებული მოძრაობა.