logo_geo
eng_logo
ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსების მძღოლების მიმართ სანქციების გამკაცრება იგეგმება
- +

17 იანვარი. 2017. 21:11


 


„ქალაქში გახშირებულია მუნიციპალური ტრანსპორტის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ფაქტები", - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა.


როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, ქალაქში საგზაო მოძრაობის შესახებ გარკვეული ხედვა სამინისტროს ე.წ. ჭკვიანმა კამერებმა შეუქმნეს.


მინისტრის მოადგილის განცხადებით, აღნიშნული კამერები დამონტაჟებულია როგორც ქალაქში, ასევე მაგისტრალებზე, თუმცა ჯერჯერობით სამართლებრივ შედეგებს არ იძლევა, ვინაიდან სისტემა სრულყოფილად ამოქმედებული არ არის.


ამ სისტემამ, რომელიც დღეს დარღვევებს აფიქსირებს და თავისი ანალიტიკური სისტემით ითვლის, თუ რა სახის დარღვევა იყო ყველაზე მეტი, აჩვენა, რომ ქალაქში გახშირებულია მუნიციპალური ტრანსპორტის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ფაქტები. ეს, ფაქტობრივად, დადასტურებულია. არღვევენ როგორც ავტობუსები, ასევე, სამარშრუტო ტაქსები. ჩვენ ეს ტენდენცია .. „ჭკვიანმა" კამერებმა დაგვიფიქსირა, რომლებიც ჯერჯერობით რაიმე სამართლებრივ შედეგებს არ იწვევს. ამ ეტაპზე გვაქვს ის რეჟიმი, რომ ცოცხალი ძალა უყურებს კამერებს და ვისაც აფიქსირებს, აჯარიმებს კიდეც, მაგრამ მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ, როგორც კი .. „ჭკვიანი" კამერების სისტემა სრულად ამოქმედდება, ძალიან მკაცრი ზომები გატარდება, ამ სისტემას არც ერთი მსგავსი დარღვევა არ გამოეპარება. პრევენციის მიზნით, მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლებს მოვუწოდებ, რომ დაიცვან მოძრაობის წესები", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.


როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ე.წ. ჭკვიანი კამერების სრულად ამოქმედებამდე შსს მერიასთან დახურულ სამუშაობს ჩაატარებს.


რაც შეეხება დაჯარიმებას, მუნიციპალური ტრანსპორტის დაჯარიმების საკითხი მარტივად მოსაგვარებელია. კონტროლის ახალი სისტემა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დარღვევის ამსახველი სურათი მივიღოთ. შეიძლება, მერიამ მოგვცეს თავისი ბაზა, საიდანაც გვეცოდინება, რომელ მუნიციპალურ ტრანსპორტს რომელი მძღოლი მართავს და პირდაპირ მძღოლი დაჯარიმდება. განიხილება ის ვერსიაც, რომ დაჯარიმდეს მერია და შემდეგ მუნიციპალიტეტმა რეგრესის წესით მოსთხოვოს მძღოლს. ეს ტექნიკურად მოსაგვარებელი საკითხია", - აღნიშნა შალვა ხუციშვილმა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner