18 იანვარს, 17:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება ალბომის პრეზენტაცია - „ცხოვრება და სიკვდილი უჩა ჯაფარიძისა".
ორენოვან ალბომში თავმოყრილი და შეჯამებულია მხატვრის მთლიანი შემოქმედება. ტექსტის ავტორია კრიტიკოსი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი დავით ანდრიაძე. წიგნი განკუთვნილია მკვლევარებისთვის და მათთვის, ვინც თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნებითაა დაინტერესებული.
„ცხოვრება და სიკვდილი უჩა ჯაფარიძისა" მხატვრის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა. 2016 წლის აგვისტოში უჩა ჯაფარიძის დაბადებიდან 110 წლისთავი შესრულდა.
პროექტის ავტორია ფონდი "არტკავკასუსი".
მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერია, თიბისი არტ გალერეა.