logo_geo
eng_logo
ზაქარია ქუცნაშვილი: არჩევნების გზით ნებისმიერი რეჟიმის, ნებისმიერი ხელისუფლების დამარცხება შეიძლება
- +

17 იანვარი. 2017. 23:04




საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა PALITRANEWS-ის გადაცემაში „360 გრადუსი" სტუმრობისას „ნაციონალური მოძრაობის" ირგვლივ განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც ქუცნაშვილმა განაცხადა, ენმ-ს დაშლა საზოგადოების დაკვეთა იყო, რომელიც ხელისუფლებამ შეასრულა.


ამომრჩევლის დაკვეთა იყო, რომ "დაშალეთ, დააქუცმაცეთ "ნაციონალური მოძრაობაო". ამას ითხოვდა ხალხი ჩვენგან. ზოგიერთი კიდევ უფრო აგრესიულ ფორმაში ითხოვდა - "მოსპეთ და დაიჭირეთ ეს ნაციონალურიო მოძრაობა" თავიდან ბოლომდეო". ეს იყო 2012 და 2016 წლის არჩევნების რეალური დაკვეთა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ეს დაპირება შევასრულეთ. ოთხ ნაწილად დაიშალა ნაციონალური მოძრაობა". დღეს უკვე ერთმანეთს ღალატში და გამყიდველობაში სდებენ ბრალს. ჩვენ ვაჩვენეთ 2012 წლის პირველი ოქტომბრის მაგალითი, მე ამას ვეძახი ბატონი ბიძინას მაგალითს. ბიძინას მაგალითით დავშალეთ ნაციონალური მოძრაობა" ალბათ. რა მაგალითი აჩვენა ბატონმა ბიძინამ, - შეიძლება არჩევნების გზით ნებისმიერი რეჟიმის, ნებისმიერი ხელისუფლების დამარცხება", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.


მისივე განმარტებით, ოთხ ნაწილად დაშლილ „ნაციონალურ მოძრაობაში" გულისხმობს „გირჩის", გიორგი ვაშაძის ჯგუფის, ასევე ე.წ. ნეიტრალური დეპუტატების გამოყოფასაც.


მგონი, ცოტა არ არის ოთხ ნაწილად დაშლა. თან, ოთხი წლის განმავლობაში ოთხ ნაწილად დაიშლები, მცირე ნაწილებია, თუ დიდი ნაწილები, მგონი ცოტა არ არის. არ მინდა მრავალსერიან ინდურ ფილმს ან თურქულ სერიალს დაემსგავსოს მათი დაშლა-არ მოშლის საკითხი, მაგრამ გარწმუნებთ, რომ არანაკლები გმირები გვეყოლება, რაც თურქულ ან ინდურ სერიალს ჰყავს, ამათი დაშლა-არ მოშლით. ასე რომ, ჩვენ ამას არ განვიცდით, ამომრჩევლის თხოვნა სწორედ ეს იყო, რომ დაშალეთ  ნაციონალური მოძრაობა", კიდევ უფრო მეტი მოთხოვნა იყო, რომ დაიჭირეთ ყველა მათგანი, რადგან ბევრი მათგანი ეჭვმიტანილია დანაშაულის ჩადენაში, მათი სურვილი ასრულებულია, ნაციონალური მოძრაობა" დაშლილი და დაქუცმაცებულია", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner