logo_geo
eng_logo
ევროპარლამენტის პრეზიდენტი იტალიელი ანტონიო ტაიანი გახდა
- +

18 იანვარი. 2017. 01:21


 


იტალიელი ანტონიო ტაიანი ევროპარლამენტის ახალი პრეზიდენტი გახდა. ის ევროპარლამენტის თავმჯდომარედ კენჭისყრის ოთხი რაუნდის შედეგად აირჩიეს. მეოთხე რაუნდში მან კანონმდებლების 351 ხმა დააგროვა, მისმა მეტოქემ სოციალურ-ლიბერალური ფრაქციის წევრმა, ჯანი პიტელამ კი 282 ხმა მიიღო.


63 წლის ანტონიო ტაიანი "ევროპის სახალხო პარტიის" წევრია. ამგვარად, "ევროპის სახალხო პარტიის" წარმომადგენლები ევროკავშირის სამ მთავარ ინსტიტუტს უხელმძღავნელებენ - ევროკომისიას, ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს.


ანტონიო ტაიანი ორჯერ იკავებდა მრეწველობისა და ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისრის თანამდბობას.


იტალიაში ის პარტია Forza Italia-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი და ყოფილი პრემიერის, სილვიო ბერლუსკონის მოკავშირე იყო.


ანტონიო ტაიანი ევროკავშირის საქმიანობის გააქტიურების მომხრეა.


"მაშინ, როდესაც აშშ, რუსეთი, ჩინეთი და ინდოეთი ერთმანეთში მნიშვნელოვან შეთანხმებებს დადებენ, ევროკავშირი  გვერდზე აღმოჩენის საფრთხის წინაშე დგას", -  განაცხადა ტაიანიმ გამოცემა Le Figaro-სთვის მიცემულ ბოლო ინტერვიუში.


ანტონიო ტაიანი ევროპარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე მარტინ შულცს შეცვლის.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner