logo_geo
eng_logo
ნიგერიაში საჰაერო ძალების გამანადგურებელი თვითმფრინავის თავდასხმას 100-მდე ადამიანი ემსხვერპლა
- +

18 იანვარი. 2017. 02:20


 


ნიგერიის ავიაციამ შეცდომით ლტოლვილთა ბანაკი დაბომბა. ინციდენტი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, კამერუნის საზღვართან მოხდა, სადაც ნიგერიის არმია ისლამისტური დაჯგუფების, „ბოკო ჰარამის" წევრების წინააღმდეგ იბრძვის. დაღუპულია 100-მდე ადამიანი. 120-ზე მეტი კი დაშავებულია.


MSF-ის განცხადებით, დაღუპულთა უმრავლესობა დევნილებია, რომლებიც იმ ტერიტორიიდან გაიქცნენ, სადაც ბოკო ჰარამი თავდასხმებს ახორციელებდა. MSF-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ეტიენ ჰერმიტმა ნიგერიის ხელისუფლებას მოუწოდა, ხელი შეუწყოს დაშავებულთა ევაკუაციას სახმელეთო და საჰაერო ოპერაციების საშუალებით.


ნიგერიის პრეზიდენტმა მუჰამადუ ბუჰარიმ მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner