logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: 900 სკოლაში საპირფარეშოს პრობლემა მაქვს
- +

18 იანვარი. 2017. 02:37



განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა „პრაიმ ტაიმთან" მიცემულ ინტერვიუში სკოლის პრობლემებთან დაკავშირებით საუბრობს. ჯეჯელავას განცხადებით, მრავალი წლის განმავლობაში, სკოლების ინფრასტრუქტურას სათანადოდ ვერ მიეხედა.


„სამწუხაროდ, ძალიან კარგი შედეგებით ვერ დავიკვეხნით. მრავალი წლის განმავლობაში, სკოლების ინფრასტრუქტურას სათანადოდ ვერ მიეხედა. წელს ჩვენ ვგეგმავთ ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის სტანდარტებისა და გეგმების დანერგვას. სპეციალური რესურსი გვექნება გამოყოფილი, რომ სკოლები, რომლებიც კარგადაა გაკეთებული, აღარ გაფუჭდეს და გზადაგზა მიეხედოს. საქართველოში, 2100-მდე სკოლა და 3000-მდე შენობაა. სულ რომ არაფერი იყოს გასაკეთებელი ასეთი 20 სკოლაა. ჩვენ შევეცდებით, რაც გაკეთდება, აღარ გაფუჭდეს. ამერიკელები გვეხმარებიან რეგიონებში და 100 სკოლას აკეთებენ. იმედი მაქვს, 2-3 წელიწადში 200 სოფლის სკოლას თანამედროვესა და ევროპული სტანდარტის შესაბამისს გავხდით. სულ არის 3000 შენობა, მაინც ძალიან ცოტაა. 900 სკოლაში საპირფარეშოს პრობლემა მაქვს. ფიზკულტურის დარბაზი რომ ავუშენო იმ სკოლას, რომელსაც არ აქვს დარბაზი, 500 მილიონი ლარი მჭირდება. მთლიანად 4-ნახევარი მილიარდი უნდა, რომ პრობლემები თავიდან ბოლომდე მოგვარდეს და მილიარდ ნახევარი გინდა, რომ შეინარჩუნო. შედარებისთვის, სამინისტროს ბიუჯეტი მილიარდზე ოდნავ მეტია", - განაცხადა ჯეჯელავამ. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner