logo_geo
eng_logo
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
- +

18 იანვარი. 2017. 10:31



შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.ვ. თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე დააკავეს.


„სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, კალაშნიკოვის კონსტრუქციის არარეგისტრირებული ავტომატი და მჭიდი ამოიღეს.

 

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

 

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით)", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner