აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი ჟურნალისტებთან საუბარში ფარულ ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაწყებულ მიმდინარე გამოძიებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ის, რაც კადრების გავრცელებით ხდება, არის საშინელება.
„ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობისგან მივიღეთ დახმარების გაწევის თხოვნა. არ მაქვს უფლება, ვისაუბრო კონკრეტული დეტალების შესახებ, თუ რას გულისხმობს ეს დახმარება, მაგრამ აღვნიშნავ, რომ ჩვენ ამ თხოვნას დადებითად ვუპასუხებთ.
ეს არის დესტრუქციული ქმედება ადამიანის პირადი ცხოვრების უფლების წინააღმდეგ. ეს ასევე დამაზიანებელია საქართველოს დემოკრატიისთვის. ვინც ამას აკეთებს, მას კარგად აქვს ეს გააზრებული და ცდილობს, რომ პოლიტიკურ პროცესებზე მოახდინოს ზეგავლენა. ეს თემა ძალიან შემაშფოთებელია მთავრობისთვისაც. ჩვენ შევეცდებით, დავეხმაროთ საქართველოს მთავრობას ამ პროცესში. საქართველოს დემოკრატიისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, ასეთი რამ არ იყოს განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც საქართველოში შემოდგომაზე არჩევნებია დაგეგმილი.
ჩვენი კოლეგები ყოველდღიურ ურთიერთობაში არიან საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, ვინაიდან არის იმის საფრთხე, რომ მოხდეს კიდევ ვიდეოების გავრცელება. ჩვენ შევთავაზეთ ჩვენი თანამშრომლობა, ჩვენი დახმარება და მზად ვართ, რომ აღმოვუჩინოთ ეს დახმარება", - განაცხადა იან კელიმ.