logo_geo
eng_logo
ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმში გამოფენა „ლიტველი ებრაელები რკინის ფარდის მიღმა“ გაიხსნება
- +

18 იანვარი. 2017. 11:20




18 იანვარს, 19:00 საათზე, დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმში გამოფენა „ლიტველი ებრაელები რკინის ფარდის მიღმა" გაიხსნება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ლიტვის ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასი, ებრაელთა ისტორიის მუზეუმის დირექტორი გივი ღამბაშიძე და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.


გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ლიტვის ებრაელთა ისტორია 1940-1980-იან წლებში. ფოტო-მასალით, სათანადო დოკუმენტებითა და ტექსტებით გაშუქებული ლიტველ ებრაელთა ისტორიის უმძიმესი პერიოდი - შევიწროება, რეპრესიები, გადასახლებები, ტერორი, მათი ბრძოლა ენის, რელიგიისა და კულტურის გადარჩენისა და თვითიდენტიფიკაციისათვის.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner